პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა ამოქმედების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, შეიცვალა მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა.
ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება კენჭი.