ქალაქში ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით კორუფციაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.
რეზო ხარაზმა ბათუმის 33-ე ბაღთან ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სამ ახალაშენებულ ბაღს განმეორებითი რეაბილიტაცია მალევე დასჭირდა.
საუბარია მე-13, 31-ე და 33-ე ბაღებზე, რომლებიც განმეორებითი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია. მისი თქმით, ეს არაკომპეტენტური სამუშაოების ჩატარების გამო ხდება.
ხარაზმა ანტიკორუფციულ ბიუროსაც მიმართა და საკითხის შესწავლა მოითხოვა.