თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამსს შეხვდა

12 ივნისი 2023, 09:48 630 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს არიკ ადამსს შეხვდა - ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს და მიღწეულ შედეგებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები.

"ჩვენ განვიხილეთ პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები აშშ-დან. საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად, როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ისე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობის და ბატონი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, ასევე, ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, მთავრობის მეთაური შეხვდა მაიამი ბიჩის და მაიამი დეიდის მერებს, ფლოროდის გუბერნატორს, ასევე გამართა შეხვედრები ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი