უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრობენ ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში. მათი ცნობით, გასულ დღეს უკრაინის არმიამ ფრონტის სულ მცირე 10 რაიონში ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაციები. ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ 1 400 მეტრამდე, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას.
საპირწონედ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ანადგურებს უკრაინის ტექნიკას, მათ შორის დასავლურ იარაღს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გადაამოწმეს გავრცელებულ ვიდეოზე არსებული ლოკაცია და მოქმედება მიმდინარეობს ზაპოროჟიეს სოფელ მალა ტოკმაჩკიდან 2 მილის დაშორებით, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვიდეოს გადაღების თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა.