უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერი სიტყვით გამოვა

18 თებერვალი 2017, 00:00 1274 ნახვა

მიუნხენში რიგით 53-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სიტყვით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დისკუსიების დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის არის ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი, ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. კონფერენციას 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური და 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ესწრება, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 

ამავე კატეგორიაში