გორგილაძის ქუჩაზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - “ბათუმის წყალი”

09 ივნისი 2023, 21:29 876 ნახვა

გორგილაძის ქუჩაზე „ბათუმის წყალის“ ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულია და დაზიანების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს - ინფორმაციას “ბათუმის წყალი” ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციიათ, სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, გორგილაძის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება 00:00 საათამდე შეეზღუდება.

„დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუსაოები. ეს ცენტრალური მილსადენი გორგილაძის ქუჩას ამარაგებს წყლით. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“ - აცხადებს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორის მაოდგილე დავით ბექაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი