ევროპარლამენტარების კრიტიკა – შეფასებები

09 ივნისი 2023, 17:38 636 ნახვა

ნატოს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრების პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს იწუნებს ევროპარლამენტართა ნაწილი. მიაჩნიათ,  რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ხშირად ისმის ანტიდასავლური შეფასებები. ეს და ამ ტიპის განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში,სადაც გუშინ სპეციალური სხდომა გამართა თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ევროპული დავალებების შესასრულებლად .ისმოდა უფრო მეტი კრიტიკა, რასაც იმეორებენ საქართველოში ოპოზიციონერი დეპუტატები.მიაჩნიათ, რომ ის, რაც დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა ახლა ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების დეპუტატებს ღიად  უთხრეს.  მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ევროპელი კანონმდებლების კრიტიკას თანაგუნდელებმა ამომწურავად  უპასუხეს.თემაზე მარიამ ურუშაძე ამზადებს ამ წუთებში რეპორტაჟს, რომელსაც შემოგთავაზებთ მთავარ გამოშვებაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი