სამზადისი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

02 ივნისი 2023, 11:50 574 ნახვა

ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ბათუმი როგორც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, წელს 38 ქვეყნიდან უმასპინძლებს 457 მონაწილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8-დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი 5-12 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი