გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 შეტევა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.
ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ 24 საათში განადგურებულია მოწინააღმდეგის 32 უპილოტო საფრენი აპარატი.
გენშტაბის ცნობით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მიმართულებით.