სალომე ზურაბიშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

29 მაისი 2023, 17:30 409 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოცილურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მოუთმენლად ელოდება შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გასაგრძელებლად.

„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი არიან ახლო მეგობრები, რომლებსაც აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, რომელიც განაგრძობს განვითარებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაგრძელებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში