სასტიკი მკვლელობა ლეღვაში - ახალი დეტალები

27 მაისი 2023, 15:05 5623 ნახვა

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან რამდენიმე წუთის წინ მშობლიურ დედოფლისწყაროში გადაასვენეს.

მოკლულის ახლობლების თქმით, ახლგაზრდა ბიჭი იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

ვარაუდობენ, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა მეგობრების მხრიდან. ამბობენ, რომ გიორგი ალხანიშვილი სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩნარდა და მასპინძელი და თვითმხილველები გვამის პოვნამდე იტყუებოდნენ. მათი თქმით, მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა.

საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში