საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

24 მაისი 2023, 15:09 564 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"კერძოდ, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში. ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი