ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

22 მაისი 2023, 15:05 540 ნახვა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შეუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული უცხო ქვეყანის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა.

დაცვის მხარემ 10 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, რაც ოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი