ბათუმში ეკოლოგიური ფორუმი დასრულდა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ნარჩენების მართვას ეხებოდა. ღონისძიებაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ფორუმის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება. ფორუმის ფარგლებში ველო მარათონიც მოეწყო. ორგანიზატორი ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო იყო.