სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურა

18 მაისი 2023, 14:44 634 ნახვა

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც ორი პირის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დაზარალებულს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. 

პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთხმად ცნეს დამნაშავედ"-აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი