საინფორმაციო შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან

15 მაისი 2023, 11:00 524 ნახვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები იმართება ქედაში. ქალებს ინფორმაცია ისეთ თემებზე მიეწოდათ როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რეპროდუქციული  ინფექციები, შიდსი, ორსულობა და სხვა საკითხები.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობს უფასო გამოკვლევებიც, სადაც სოფლად მცხოვრებ ქალებს საშუალება აქვთ მიიღონ ექიმ რეპროდუქტოლოგის უფასო კონსულტაცია, ასევე სპეციალისტის მიერ ხდება ულტრაბგერითი აპარატით გასინჯვა და შესაბამის დანიშნულების გაცემა. 

პროექტი, რომელიც „სოლიდარობის თემი“ ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, შუახევსა და ხულოშიც გაგრძელდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი