ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

14 მაისი 2023, 10:26 475 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანელმა კოლეგამ მიიღო. ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყანაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ბოლოს, უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა, რომელიც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანია მე-9 ქვეყანაა,  სადაც უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი გვიან ღამით გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში მივიდა, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პრეზიდენტის ავიალაინერს რომიდან ბერლინამდე გამანადგურებლები მიაცილებდნენ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში