რუსეთმა ბახმუტიდან უკან დაიხია

13 მაისი 2023, 11:45 657 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილიდან, ქალაქ ბახმუტიდან უკან დახევას აღიარებს - სააგენტო „Reuters“-ის თანახმად ეს უკრაინისთვის ბოლო 6 თვეში ყველაზე დიდი წარმატებაა.

პარალელურად აგრესორი ქვეყანა აგრძელებს იერიშებს უკრაინის მიმართულებით. დაიბომბა ნიკოლაევი, სადაც დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსი, არიან დაშავებულებიც. აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ მელიტოპოლშიც, თუმცა მხარეები ამ დრომდე აფეთქების მიზეზებზე არ საუბრობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 7 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

გენშტაბის ცნობით, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე,  ოკუპანტები აძლიერებენ კონტრდაზვერვის ზომებს დროებით ოკუპირებულ დასახლებებში. კერძოდ, დონეცკის ოლქში, გაიზარდა პოსტებისა და პატრულირების რაოდენობა. უკრაინის პრეზიდენტი კი მარცხისთვის ოკუპანტების შინაგან მზაობაზე საუბრობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი