ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

13 მაისი 2023, 11:56 669 ნახვა

პოლონეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით, მედიის ცნობით ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ. განმეორებითი შეხვედრა მომდევნო კვირას არის დაგეგმილი.

ევროკავშირში პოლონეთის ელჩის თქმით, აღნიშნულ პაკეტში ბევრი საკითხი კომპლექსურია, რაც ღრმა ანალიზს საჭიროებს. ანდჟეი სადოსი, იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

პოლონელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ვარშავა რუსეთიდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტის აკრძალვასაც ითხოვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი