სასულიერო პირები საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე

15 თებერვალი 2017, 00:00 1948 ნახვა

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, კომენტარი გაკეთდა ბერლინში, ინტერვიუები გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ჩაწერა. ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას მოუწოდებს, საკუთარი პრეტენზიების შესახებ სათქმელი მას პირში უთხრას. მეუფე იაკობი პატრიარქის მდივან - რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ თეთრუაშვილი მის საქმეში არ ერევა. რაც შეეხება „ოქროს თევზების“ შესახებ, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, ეს არასერიოზულია. პეტრე ცაავამ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე და შორენა თეთრუაშვილის გავლენაზე გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი