უკრაინა 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს, – ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადება ეხება სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების ღონისძიებაში მონაწილეობას.
„მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.