მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის განცხადებით, 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.
ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებების პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
6 მაისი – ესპანეთის დღე
17:00-20:00 – ესპანური კაფე – ტრადიციული პაეიას მასტერკლასი და დეგუსტაცია; სანგრიას მასტერკლასი და დეგუსტაცია; შემეცნებითი ინსტალაციები; ყვავილების გამოფენა და ფოტო კუთხე; გიტარაზე დაკვრისა და ცეკვის წარმოდგენა/მასტერკლასი; ტრადიციული სამოსის გამოფენა.
20:00 -21:00 – ანტონიო გადესის კომპანიის წარმოდგენა: ფლამენკოს ქორეოგრაფიული სცენები სპექტაკლებიდან – 2 ნაწილად; შესვენებისას, სპეციალური სტუმარი ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები.“
7 მაისი – შვედეთის დღე
17:00-20:00 – შვედი შეფის და ქართული მასტერშეფის გამარჯვებულის კოლაბორაცია, მასტერკლასი და დეგუსტაცია; თოჯინების თეატრი სპექტაკლით „კარლსონი“; ინტერაქტიული კუთხე „პეპის სახლი“; შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა; შვედური კაფეები და შემეცნებითი ინსტალაციები;
19:00-19:30 – მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტი;
19:30-20:45 – ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტი.