სენაკის სამხედრო ბაზას პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ- სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში „სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.