ხელვაჩაურში,სოფელ ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ამბობენ, რომ დასახლებაში სადაც 80- ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ბოლო 4 წელია მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ გადაადგილდება, რის გამოც მათ პრობლემები ყოველდღიურად ექმნებათ, რადგან ცენტრალურ გზამდე 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. ტრანსპორტის დანიშვნისკენ მოუწოდებს მერიას ნაციონალური მოძრაობა. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ჭარნალში ტრანსპორტი მოძრაობს, მოსახლეობა უკმაყოფილოა განრიგით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ კუთხით გამოყოფილია თანხა, მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად.