ბათუმობა გრანდიოზული კონცერტით დასრულდა

30 აპრილი 2023, 12:03 883 ნახვა

„ბათუმობა 2023“ გალა კონცერტით დასრულდა. კონცერტში ცნობილი სახეები, ინდივიდუალური შესრულებლები და სამუსიკო ჯგუფები მონაწილობდნენ. 

ბათუმი, როგორც თვითმმართველი ქალაქი 135 წლის გახდა. ეს თარიღი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აღინიშნა.

წვიმის მიუხედავად დაგეგმილი ღონისძიებები არ გადადებულა და აქტივობების ძირითადმა ნაწილმა საზაფხულო თეატრის შენობაში გადაინაცვლა.

გაიმართა საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონია. მოგვიანებით დადგეს მიუზიკლი „მამა მია“.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში