საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც უნდა ითანამშრომლონ.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ, ასევე მაუწყებელი და უნივერსიტეტი ერთობლივ შემოქმედებით პროექტებს განახორციელებენ.