შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გამოწვევები და ანალიზი რეგიონალურ ჭრილში - ეს ის თემებია, რომლებზეც დღეს დასაქმების სააგენტომ აჭარის ბიზნეს სექტორთან ერთად იმსჯელა.
პანელური დისკუსიის ფორმატში ორგანიზატორებმა, მონაწილეებს არსებული პროგრამები და სერვისები გააცნეს. ხვალ კი უკვე დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც 70-ზე მეტი კომპანია 2 000-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი შესაძლებლობები დამსაქმებლებს პირადად გააცნონ.