დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში პოეტ შორენა დოლიძის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა მკითხველს ახალი კრებულისთვის მომზადებული ლექსები გააცნო.
ლექსების ციკლს ჰქვია „აღაზას ლექსები“. იგი ხალხურ მოტივებზეა შექმნილი და როგორც პოეტი ამბობს, ამ შეხვედრის მიზანი მკითხველთან ერთგვარი ანგარიშის ჩაბარებაა.