თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები გერმანიასა და საქართველოს შორის - ამ საკითხზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და გერმანიის ელჩმა დახურული ფორმატის შეხვედრაზე.
რეგიონის პირველმა პირმა დელეგატს აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. აღინიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გერმანიაში აჭარის პოზიციონირებისთვის.
ასევე, აღინიშნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და მნიშვნელობა ბერლინის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების დადებით დინამიკას.