მოსახლეობის აღწერა

25 აპრილი 2023, 12:01 740 ნახვა

მოსახლეობის 2024 წლის  აღწერის ფარგლებში საცხოვრისების შემოვლა დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ასევე კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

პროცესი საცხოვრისების შემოვლას და ინფორმაციის შეგროვებას გულისხმობს. საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს.

პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინა მეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ თითოეული საცხოვრისის მიხედვით.

უწყების ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს.

2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს. მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი