20-21 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა - გარემო

19 აპრილი 2023, 14:12 989 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში