ისტორიული შენობის დემონტაჟი

12 თებერვალი 2017, 00:00 3815 ნახვა

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის 24 ნომერში მდებარე შენობა დაანგრიეს. შენობას არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა იგი მე-19, მე-20-ე საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. შენობა კერძო საკუთრებაა. მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათთვის აღნიშნული მისამართიდან ჯერ არავის მიუმართავს, შესაბამისად მათთვის უცნობია რა აშენდება ბარათაშვილის 24-ში. საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორია “დარ ბილდინგს” ეკუთვნის. რაც შეეხება სტატუსს, ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა. ჯერ გადაწყდა რომ სახლს სტატუსს მიანიჭებდნენ, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება შეიცვალა. საუბარია 2014 წლის გადაწყვეტილებებზე.  ვრცლად თემის შესახებ გიამბობთ მთავარში 6-ზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი