დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი კანონპროექტი. საკითხს დღეს პარლამენტში იურიდიული კომისია განიხილავს.
ასახულია თუ არა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში ვენეციის კომისიის შესწორებები, ეს დღეს მას შედეგ გახდება ცნობილი, რაც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე კანონპროექტის წარადგენს. მანამდე კი ნაციონალურმა მოძრაობამ ალტერნატიული პროექტი წარადგინა ოლიგარქიული მმართველობის შესახებ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პროექტის თანახმად ოლიგარქის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს ზეგავლენა სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, მმართველობაზე, მედიაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს და ვენეციის კომისიისგან მიღებული რეკომენდაციებით საკანონმდებლო ორგანო კარგ პროექტს შეიმუშავებს.