შეხვედრა ამერიკელ გენერლებთან

11 თებერვალი 2017, 00:00 2172 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკელ გენერლებს და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალს გერმანიაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე შეხვედრა. ლევან იზორიამ გენერალ ბენ ჰოჯესთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმებზე ისაუბრა, რაც 2017 წელს, საქართველოში ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ძირითადად ამერიკა-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის დოკუმენტით განსაზღვრული ორმხრივი თანამშრომლობის ამოცანები და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გერმანიაში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, სადაც ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის. ბაზაზე, ქართველი სამხედროების მონაწილეობით, სპეციალური საჩვენებელი სწავლება ჩატარდა, სადაც ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი