კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა

07 აპრილი 2023, 17:49 582 ნახვა

დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა ქვეყნის მთავარ კანონმდებელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დგენანს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე. მისივე თქმით,ელჩმა განმარტა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვა.რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი,რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან.კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო შეძლებს მიიღოს დადებითი პასუხი დეკემბერში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში