“ტექნიკურად ეს არა სანქციები, არამედ ვიზის შეზღუდვაა” - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 

07 აპრილი 2023, 15:02 694 ნახვა

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით "ამერიკის ხმასთან" იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ითქვა, რომ ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს.  ისინი ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას.  

სატელეფონო საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს არ არის სანქცია და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება მკაფიოდ იყოს განმარტებული: "ტექნიკურად ეს არა სანქციები, არამედ ვიზის შეზღუდვაა, მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად, მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეთები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები და ა.შ. ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია,"- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.  

რაც შეეხება მოტივებს, ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სახელწმიფო მდივანს კანონი ავალდებულებს კორუფციული სქემის, ან ქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ამ პირების წინააღმდეგ შეზღუდვები შემოიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი