ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

07 აპრილი 2023, 14:45 560 ნახვა

ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი   ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი  უცნობია  ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებისთვის.

ამბობენ, რომ ე.წ-ლი „მესაზღვრეები“  ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ არავის. არც ის იციან რა ვადით დაწესდა შეზღუდვა. 

ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მოქმედებს.

ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები ყოველდღიურად დანარჩენ საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და სურსათის საყიდლად მოდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი