შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდის და საქართველოში პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და პარაგვაის შორის პოლიტიკური დიალოგის დადებით დინამიკაზე და ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული კუთხით მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ არსებობს ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებული კავშირების და სამართლებრივი ბაზის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა.