31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - თორნიკე რიჟვაძე

31 მარტი 2023, 11:24 567 ნახვა

31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"ასევე, დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 84 წლის იუბილეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გამართულმა რეფერენდუმმა მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ურყევი ნება დამოუკიდებელი საქართველოს იდეის შესახებ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი