შეხვედრა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის დელეგაციასთან

28 მარტი 2023, 11:33 737 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის  წარმომადგენლობითი დელეგაცია. აჭარა 2012 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრი, ურთიერთობები კი 2020 წლიდან დაიწყო.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი 2004 წელს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დაარსდა და იგი 23 სახელმწიფოს 130-ზე მეტ რეგიონს აერთიანებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ფრანს შაუსბერგერგერი აცხადებს, ვიზიტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაში.

დელეგაცია ბათუმში აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებს შეხვდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი