საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გამოკითხვა, შეკითხვით: თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი? როგორც მაუწყებელში განმარტავენ გამოკითხვის ინიციატორი მარკეტინგის ჯგუფია. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენელი ნათია ხოშტარია განმარტავს, რომ მ“ამით დაფიქსირდება ადამიანების მოსაზრება, უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, და გამოჩნდება რამდენს უნდა, და რამდენს არა. გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას უჭერს.