პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში

24 მარტი 2023, 15:05 790 ნახვა

ვინ არის საქართველოს შიდა და გარე მტერი, ვინ იდგა 7-8 მარტის აქციების უკან, რა სურდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლით და ვის სურს ომში საქართველოს ჩართვა? – პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ისევ უკრაინაზე საუბრით დაიწყო და გაიმეორა, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობრივ და მართულს უწოდებს 7-8 მარტის აქციებს და აცხადებს, რომ ამაში მეხუთე კოლონა იყო ჩართული. პრემიერი პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალების მიერ იყვნენ მართული. სააკაშვილის ჩამოსვლის მიზნად კი  ქვეყანაში ე.წ "მეორე რევოლუციის მოხდენა" და ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება დაასახელა შიდა და გარე მტრების დახმარებით. 

პრემიერმა რეგლამენტის დიდი ნაწილი ისევ  "ნაციონალურ მოძრობის" კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ პარტიას ევროინტეგრაციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. განაცხადა, რომ თუ ევროპას პოლარიზების დასრულება სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მისცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი