12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

17 მარტი 2023, 15:00 590 ნახვა

ექსპერტიზა დასრულებულია, დიდ დიღომში გარდაცვლილი   12 წლის  გოგოს ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. ახლა სწორედ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს რა მოხდა 16 მარტს პეტრიძის ქუჩაზე, სადაც მოზარდი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ სკვერში  გარდაცვლილი ნახეს.

ძებნა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და უცნობებმაც    მას შემდეგ დაიწყეს,  რაც ოჯახმა შეიტყო,  რომ 12  წლის გოგო  ჩანიშნულ მეცადინეობაზე მასწავლებელთან  არ მივიდა. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამიტომ ახლა ამ მუხლით დაწყებულმა გამოძიებამ გააჩინა ბევრი კითხვა, მათ შორის  არის თუ არა  მოზარდი მოკლული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში