ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები დღეს პარლამენტში შეფასებების საგანია. ოპოზიციური პარტიებისთვის სტუდენტების და აქტივისტების პრემიერის მხრიდან ასე დახასიათება აბსურდია.
აცხადებენ, რომ აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პროვოკატორებმა ისროლეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი პრემიერის განცხადებას ეთანხმებიან, მათი თქმით, ოპოზიციის სურვილი იყო აქციის გამოყენება რევოლუციური სცენარისთვის. მათი თქმით, ოპოზიცია აქციას მუხტს აკარგვინებდა, არათუ აქციის მსვლელობას ეხმარებოდა.