მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებული შუახნის კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია.
ცხედარს სავარაუდოდ შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება. ქალი ახლობლებს ჯერ გარდაცვლილი ეგონათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ სახლში პოლიცია გამოჩნდა, გაირკვა, რომ ის მოკლული იყო.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.