ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

12 მარტი 2023, 10:20 575 ნახვა

5 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებთან. მიგრანტების ნავი ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა, მაშველებმა 31 ადამიანიდან მხოლოდ 11-ის გადარჩენა შეძლეს.

იმავე ნავის კიდევ 5 მგზავრი კი საბერძნეთის ტერიტორიაზე, კუნძულზე იპოვეს.

გრძელდება სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, რომელშიც როგორც თურქეთის, ასევე საბერძნეთის სანაპირო დაცვა მონაწილეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი