სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამენ. ექნებათ არჩევანის საშუალებაც.
თავდაცვის ახალი კოდექსთან დაკავშირებით მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ.
"გირჩში"თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. პარტია დღეს 17 საათზე კოდექსს აქციით „არა მონობას“ გააპროტესტებს.
აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისვლასაც ელოდებიან. მათ არ ეთანხმება ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ გაწვევის გაუქმება არ იყო სწორი გადაწყვეტილება.