მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შტაინმაიერი ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, - დაწერა მან.