ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო

10 მარტი 2023, 17:44 563 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გადადება ჯაფარიძის და მოსიაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაში მკურნალობას საჭიროებს, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობას შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი