დასაქმების ფორუმი

10 მარტი 2023, 14:31 823 ნახვა

დასაქმების ფორუმი  ბათუმში. ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროთი დაინტერესებულმა კანდიდატებმა სხვადასხვა სასტუმროს წარმომადგენელთან გასაუბრება  გაიარეს.

ასევე სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დასაქმების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროფესიული მომზადების პროგრამაში, რომელში ჩართვითაც პარტნიორი სასტუმროების მენტორ-ინსტრუქტორებისა და პროფესიული სასწავლებლების წამყვანი სპეციალისტების დახმარებით შეიძენენ ან აიმაღლებენ პროფესიულ უნარებს.

დასაქმების ფორუმი საერთაშორისო კომპანია Marriott International-ის ქსელის სასტუმროებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში